|
2018-06-28 18:14:14, 790 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მტკიცებულებების გამოკვლევას ცალმხრივად ახდენენ
„ერთი მოწმის აბსტრაქტული, დაუკონკრეტებელი ჩვენების საფუძველზე, მტკიცებით ფორმატში საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია იყო ჩარეული ფარდულის დანგრევაში - ამის გამოტანა გარეთ ისე, რომ არცერთი მოწმის ჩვენება დამატებით არ მოიპოვო, არ გადაამოწმო და არ ჩაატარო საგამოძიებო მოქმედება ამ მიმართულებით, სერიოზულად დააზიანებს დროებითი საგამოძიებო კომისიის იმიჯს", - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლისა და კომისიის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებას. მამუკა მდინარაძის შეფასებით, „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები მტკიცებულებების გამოკვლევას ცალმხრივად ახდენენ. „სამწუხაროდ, „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები მტკიცებულებების გამოკვლევას ახდენენ ცალმხრივად. ჩვენ ვცდილობთ, რომ მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდეს ყოველმხრივ ობიექტურად, ვცდილობთ, დავადგინოთ სიმართლე და ვსვამთ ამ მიმართულებით ძალიან კრიტიკულ კითხვებს მათ შორის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩვენგან და ვინმეს ეს უცნაურად ეჩვენოს. როდესაც კომისია შეიქმნა და საზოგადოებაში ყველაზე დიდი კითხვის ნიშნები რა საკითხებთან დაკავშირებითაც იყო, ეს იყო ფარდული, გაღუნული დანა და ეს იყო სუბელიანის მომენტი. სუბელიანი დღეს არის დაკავებული, აღმოჩნდა, რომ დანა გაღუნული არ არის და ფარდულთან დაკავშირებით, აღმოჩნდა ისიც, რომ დღესვე შესაძლებელია, სანტიმეტრების სიზუსტით აღდგეს ფარდული და ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტი, ჩატარდეს იქ",- განუცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, ამ ფონზე, ერთი მოწმის აბსტრაქტული ჩვენების საფუძველზე, მტკიცებით ფორმატში საუბარი კომისიის იმიჯს სერიოზულად დააზიანებს. „ამ ფონზე ერთი მოწმის, ხანდაზმული ქალბატონის ძალიან აბსტრაქტული, დაუკონკრეტებელი ჩვენების საფუძველზე, მტკიცებით ფორმატში საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია იყო ჩარეული ფარდულის დანგრევაში, პოლიციის ნებართვით მოხდა ეს - ამის გამოტანა გარეთ ისე, რომ არცერთი მოწმის ჩვენება დამატებით არ მოიპოვო, არ გადაამოწმო და არ ჩაატარო საგამოძიებო მოქმედება ამ მიმართულებით, სერიოზულად დააზიანებს კომისიის იმიჯს და თუ ასე გააგრძელებენ „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები, დაემართებათ დამწყები გამომძიებელივით, რომელიც ყოველი მოწმის დაკითხვის შემდეგ ბრალს ცვლიან ხოლმე და შემდეგ თავდაპირველი ბრალი და საბოლოო ბრალი აბსოლუტურად განსხვავებული კი არა, რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან",- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მდინარაძის განცხადებით, მიცემული ჩვენება საკმაოდ მოკლე იყო და ამასთან დაკავშირებით, კიდევ არაერთი მოწმეა გამოსაკითხი. დეპუტატის შეფასებით, ნაჩქარევი გადაწყვეტილებებით კომისია რეალურ შედეგამდე ვერ მივა. „ეს იყო ძალიან მოკლე ჩვენება და ამ ქალბატონმა თქვა, რომ პოლიციელები, თითქოს, ელაპარაკებოდნენ ვინმე შალვას ეზოში, რომ ფარდულის დანგრევის შესახებ ნებართვა უნდა აეღო ნებართვა პოლიციისგან. ჩვენ გამოსაკითხი გვყავს ამასთან დაკავშირებით არაერთი მოწმე და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სერიოზულად დააზიანებს კომისიის იმიჯს. აქ არ არის მხოლოდ რომელიმე წევრის იმიჯზე საუბარი და ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილებებით ჩვენ შედეგამდე ვერ მივალთ, თუ ასეთი რეალური შედეგის დაყენება მართლა გვინდა. საჯაროა ყველა ოქმი, მათ შორის, ვიდეო ჩანაწერები. თქვენ შეგიძლიათ, ეს ჩვენება ნახოთ და თქვენვე დარწმუნდეთ მის სანდოობაში თუ არასანდოობაში. ნეიტრალური რომ ვიყო აქაც, შემიძლია, გითხრათ, რომ როგორც მინიმუმ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ამ ჩვენებას სჭირდება ძალიან სერიოზული გადამოწმება, მათ შორის, ყველა მაცხოვრებელთან, ვინც მონაწილეობა მიიღო გადაწყვეტილების მიღებაში",- აღნიშნა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა. მისივე შეფასებით, საქმის ასე წარმოება უპასუხისმგებლო საქციელი იქნება და საპარლამენტო უმრავლესობის ნებისმიერი წარმომადგენელი ამ სერიოზულ და რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით ობიექტური სიმართლის დადგენას მაქსიმალურად ეცდება. „ერთერთმა მოწმემ, რომელიც, პრაქტიკულად, ვერაფერს უყურებს, თქვა, რომ დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა აფარებული და დაინახა სისხლი. გამოვიდნენ და თქვეს, რომ გაჩნდა მეოთხე ადამიანი, რომელსაც ჰქონდა თითქოს დაზიანება. პირველკურსელი იურისტის დონეზე ამ საქმის წარმოება არაფრით არ შეიძლება. უპასუხისმგებლო საქციელი იქნება და შევეცდები მაქსიმალურად, მეც და ნებისმიერი უმრავლესობის წარმომადგენელი, კომისიის ნებისმიერი წევრი ამას უნდა შეეცადოს, რომ ამ დონეზე ეს საქმე, რომელიც ძალიან სერიოზული და რეზონანსულია და რომელზეც გადის ძალიან სერიოზული თემა ზოგადად, რომ ჩვენ უნდა დავადგინოთ ობიექტური სიმართლე. ამ დონეზე მისი გამოძიება არ შეიძლება ნამდვილად",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. დეუტატის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)