00:00 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 18:06:58, 1020 ნახვა

სამართალი
სასამართლომ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო

დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 8 წელი მიესაჯა, თუმცა ამნისტირებული მუხლების გათვალისწინებით, 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ მიღებული განაჩენის გამოცხადების შემდეგ პოლიტიკური სარჩული გამორიცხა.

„ამ ეტაპზე სასამარლო მხოლოდ ერთ გარემოებაზე გაამახვილებს ყურადღებას და კატეგორიულად გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდებას პოლიტიკური მოტივებით. მოცემულ საქმეზე გამოძება დაწყებულია 2005 წლის ივლისის თვეში დეპუტატ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის დროს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი“,- განაცხადა მოსამართლე შორენა გუნცაძემ.

საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პროკურატურა ეთანხმება, თუმცა ვალერი გელაშვილის მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლოსთვის სააკაშვილს მაქსიმალური სასჯელი უნდა მიესაჯა, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics