|
2018-06-28 14:14:28, 1195 ნახვა
სამართალი
კვლევა: კრიმინალური სუბკულტურა არასრულწლოვან პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზია
"არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა, რაც ხშირად პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზია", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის 2018 წლის ერთობლივ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც ქალისა და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობას ეხება. როგორც ანგარიშში განმარტავენ, მსგავსი შემთხვევების გამოკვლევასა და მათ პრევენციას ის ფაქტი ართლებს, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ამ თემებზე დაწესებულების შიგნით ღიად არ საუბრობენ. "კრიმინალური სუბკულტურის გავლენით ხდება პატიმრების არაფორმალური დაყოფა. შედეგად, პატიმრების გარკვეული ნაწილი, რომლებიც იმყოფება პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რეპრესიული მეთოდებით ახორციელებს არაფორმალურ მმართველობას, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილებიან არაფორმალური მმართველობის წესებს", - ნათქვამია კვლევაში. კვლევის თანახმად, N11 დაწესებულებაში, 2018 წლის 1 იანვრიდან 15 მარტის ჩათვლით შუალედში, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სხეულის დაზიანების 17 შემთხვევა დაფიქსირდა: 1 – სხვა მსჯავრდებულის მიერ მიყენებული, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად; 5 – თვითდაზიანება; 11 – საყოფაცხოვრებო ტრავმა. "სხეულის დაზიანების 17 შემთხვევიდან 5 შემთხვევაში მსჯავრდებულებს დაზიანებები სახის არეში აღენიშნებოდათ. კვლევის ავტორების დასკვნით, დაზიანების ლოკალიზაცია და ხასიათი ეჭვს ბადებს, რომ დაზიანება შეიძლება მიყენებული იყოს სხვა პირის მიერ. მონიტორინგის ჯგუფი მიიჩნევს, რომ მიუხედავად პატიმრის თანხმობისა, საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა, პატიმრის ინტერესებისა და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით", - ნათქვამია ანგარიშში.
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)