16:59 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 15:44:04, 674 ნახვა

კომენტარი
მამუკა ბახტაძე - სტუდენტების დაფინანსების არსებული სისტემა დაიხვეწება

ჩვენ ვაპირებთ, დავხვეწოთ დაფინანსების არსებული სისტემა, რომელსაც სტუდენტებს ვთავაზობთ და შემოვიტანთ კომპონენტებს, რომელიც მეტ თავისუფლებას მისცემს სტუდენტს, აირჩიოს პროფესია, უნივერსიტეტი ან სასწავლებელი, სადაც სწავლის გაგრძელება სურს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, თავისუფალი არჩევანი და კონკურენცია განათლების რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია.

"ვფიქრობთ, ეს არ უნდა იყოს მნიშვნელოვნად ადმინისტრაციული ბერკეტებით ჩაკეტილი, ვინაიდან სწორედ თავისუფალმა არჩევანმა უნდა გააპირობოს ის, რომ ჩვენ მივიღოთ უფრო მაღალკვალიფიციური სწავლების მეთოდები ჩვენს სასწავლებლებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის ინფორმაციით, ასევე შესაბამის უწყებებს მიცემული აქვთ დავალება, რომ გაკეთდეს ღია პლატფორმა ინტერნეტში, სადაც ახალგაზრდული ეკონომიკის განვითარებისა და ახალგაზრდების დასაქმებისთვის შესაბამისი ვაკანსიები განთავსდება.

"როდესაც ვსაუბრობთ განათლებისა და ეკონომიკის მჭიდრო კავშირზე, უნდა გვქონდეს შესაბამისი განცდა, რომ როდესაც ახალგაზრდა განათლებას იღებს, მას სწავლის პროცესშიც აქვს საშუალება, მოახდინოს ცოდნის პრაქტიკაში რეალიზაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ჩვენ უნდა შევაფასოთ ჩვენი განათების მომავალი რეფორმის სისტემის წარმატება თუ წარუმატებლობა. ჩვენ ვიქნებით წარმატებულეები იმ შემთხვევაში, თუ როგორც სწავლის პერიოდში, ისე - შემდეგ ჩვენს ახალგაზრდებს ექნებათ წვდომა ღირსეულ სამუშაო ადგილზე. ეს უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც უნდა შევაფასოთ რეფორმის წარმატება. აქვე უნდა გვესმოდეს, რა დამატებით სარგებელს და შესაძლებლობებს გვაძლევს 21-ე საკუნე. ინდუსტრიული განვითარების თვალსაზრისით, მცირე შიდა ბაზარი ეკონომიკის მასშტაბური განვითარებისთვის ბარიერია. მეორეს მხრივ 21-ე საუკუნე გვთავაზობს გლობალური ეკონომიკის უპირატესობას, ანუ ვაჭრობის, ნიჭის რეალიზებას ბარიერების გარეშე. აქ არის ჩვენი წარმატების მთავარი სეგმენტი. აქ უნდა შევძლოთ მსოფლიო ეკონომიკაში ისე ინტეგრირება, რომ ქართული ნიჭის რეალიაცია მოვახდინოთ მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, შესაბამისი პროფესიების მეშვეობით. ჩვენ გვჭირდება ყველა პროფესია, მაგრამ განსაკუთრებით - ტექნიკური მიმართულებები, ყველა საგნის სწავლების ხარისხის გაზრდა და განსაკუთრებით ტექნიკური და მათემატიკური მიმართულებების. ყველა ჩვენგანი განსაკუთრებული ინდივიდია. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საგნებში ნიჭი და საბოლოო ჯამში თითოეულმა ახალგაზრდამ თავად უნდა აირჩიოს, რომელ სფეროში შეძლებს თავისი ნიჭის მაქსიმალურ რეალიზაციას. მეორეს მხრივ, სახელმწფომ ხელი უდნდა შეუწყოს ისეთი პროფესიების განვითარებას, რომელშიც, დარწმუნებული ვართ, 21-ე საუკუნეში იქნება მუდმივად მაღალი მოთხოვნა, მით უმეტეს, რომ ჩვენს ახალგაზრდებში არის ნიჭი ასეთი პროფესიების დაუფლებისა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics