16:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 15:26:08, 590 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: გვჭირდება პრინციპულად განსხვავებული ეკონომიკური მოდელი, სადაც განათლებას ექნება დომინანტი პოზიცია

„სიღარიბის დამარცხება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში განაცხადა, სადაც დღეს ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.

როგორც მან აღნიშნა, იმისათვის, რომ განვითარებული ეკონომიკა გვქონდეს, საჭიროა პრინციპულად განსხვავებული ეკონომიკური მოდელი.

„მოდელი, სადაც თქვენი კონტრიბუცია იქნება წამყვანი და სადაც განათლებას ექნება დომინანტი პოზიცია, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს თავის თავის რეალიზაციას ჩვენივე სამშობლოში, საქართველოში. თუ ჩვენ შევძლებთ და მოვახერხებთ იმას, რომ, დაახლოებით, ორნიშნა ციფრი იყოს ჩვენს ეკონომიკაში განათლების სექტორი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%,  ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შემდეგი გრძელვადიანი პერსპექტივის, ათეული წლების განმავლობაში აუცილებლად შევალთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება განათლების სისტემის რეფორმაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოში თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა შეძლოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება.

„მე ძალიან მიხარია, როდესაც მესმის ბევრი წარმატებული ახალგაზრდის საქმიანობის შესახებ საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, იმისთვის, რომ ასეთი შესაძლებლობები შევქმნათ საქართველოში. იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს წასვლა საკუთარი თავის თვითრეალიზაციისა და პოტენციალის რეალიზაციისა საზღვარგარეთ,"- მიმართა პრემიერმა ახლაგაზრდებს.

მამუკა ბახტაძის ახალგაზრედებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრემიერისთვის კითხვები დაესვათ და საკუთარი ინიციატივები გაეჟღერებინათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics