16:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 12:07:52, 575 ნახვა

კომენტარი
კალაძე: მოგვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის

დედაქალაქის მერია ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარების გეგმის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვგეგმავთ წარმოვადგინოთ გეგმა, სადაც გაწერილი იქნება თვეებისა და წლების მიხედვით, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვალოს. ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ დეტალურ ხედვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.   

მისი თქმით, ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისთვის და მუნიციპალიტეტს მის მოსაგვარებლად არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც მოუწევს.

„მუნიციპალიტეტს საკმაოდ მკვეთრი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში, როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის, ასევე, გარემოს დაცვის მიმართულებით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან გარკვეულწილად, ჩვენ მოგვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ეს ნაბიჯები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების და მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მერიის ადმინისტრაციას და დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებს ავტოპარკში არსებული ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება დაავალა.

მისი თქმით, 1 ივლისიდან სავალდებულო ხდება სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება და ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის გადაიდგმება.

„მერიის ადმინისტრაციას და დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებს მინდა დავავალო, რომ დაუყოვნებლივ განახორციელონ ყველა იმ ავტომანქანის ტექდათვალიერება, რომელიც ამ წესს ექვემდებარება და რომელიც ვერ გაივლის ტექდათვალიერებას, ამოღებული იყოს ხმარებიდან. იგივე მიდგომა და დამოკიდებულება აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას, მე ამაზე მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან და ანალოგიური მოხდება სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში. ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საკმარისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ლოკომოტივები. ვაჩვენოთ ყველას, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. შესაბამისად, დედაქალაქში გაუმართავი ავტომანქანებით მოძრაობა იქნება გამორიცხული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics