16:51 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 18:31:26, 735 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე - ფხაკაძეს არ ვემუქრებოდი, მე მას ვაგინებდი და ახლაც შევაგინებ თუ გინდათ

"რას ჰქვია მუქარის შემცველი წერილები მივწერე?! მე პროკურორ ზვიად ფხაკაძეს ვაგინებდი", - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე პროკურორის ბრალდებას, რომლის თანახმადაც სარალიძისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

სარალიძემ საქმის პროკურორს მოუწოდა მათი მიმოწერა გაასაჯაროვოს, რათა საზოგადოებამ დასკვნები თავად გააკეთოს.

"როდესაც მკვლელებს იცავდა მაშინ ვაგინებდი. შენი დღეები დათვლილია მაგ ვითომ პროკურატურაში ესეც მივწერე. ეს მუქარა არის?! ვუყურებდი მის ჩვენებას პირდაპირ ეთერში და პერიოდულად ვწერდი, რამე როცა არ მომეწონებოდა. შენ ხარ მკვლელების ხელის დამფარებელი მივწერე და მერე მივაგინე. ჩემი შვილის მკვლელს იცავს კბილებით და ვთხოვდი სად არის ჩემი შვილის მკვლელი. ახლაც შევაგინებ თუ გინდათ, რა პრობლემაა. სასამართლო დარბაზიდან, რომ გამოვიქეცი მაშინ არ ვაგინებდი?! მაშინ რატომ არ მომთხოვა პასუხი? თუ კაცია ადგეს და გაასაჯაროვოს ჩვენი მიმოწერა, რომ მთელმა საქართველომ ნახოს რა სიტყვებით და რატომ ვაგინებდი. რას ჰქვია მუქარის შემცველი მიმოწერა? გაასაჯაროვოს და მიხვდება საზოგადოება მუქარის შემცველი წერილი იყო თუ რა იყო", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ გუშინ, როდესაც საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტებებს აძლევდა, ობილურ ტელეფონზე მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics