12:23 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 18:38:38, 868 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე გოდერძი-ბეშუმის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილის ბეშუმთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხულოს მერთან გოჩა მელაძესთან ერთად გაეცნო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამუშაოები ერთი თვეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 6, 2 კმ მონაკვეთს მოიცავს.

ზურაბ პატარაძის თქმით, ეს ინფრასტრუქტურული პროექტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მაღალმთიან აჭარაში კურორტების განვითარება არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც მთაში უფრო მეტ ტურისტს, უფრო მეტ დასაქმებას და მოსახლეობის კეთილდღეობას მოიტანს.

გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გაბიონების და სანიაღვრე არხების, ასევე 5 ახალი და 1 არსებული ხიდის რეაბილიტაცია-მოწყობა. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების და მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც შემსრულებელი კომპანიის შპს „არალის" წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მიმდინარე ზაფხულს ბეშუმისკენ გადაადგილება უკვე ბევრად უფრო კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics