11:16 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-16 11:45:08, 518 ნახვა

რეგიონი
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, წინანდალში ფერმერმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა

2018 წლის თებერვალში, სახელმწიფოს მიერ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ახალი ქვეკომპონენტის დამატებით, მეწარმეებსა და ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შესაძლებლობა გაუმარტივდათ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის უკვე გაცემულია 146 აგროკრედიტი, ჯამური თანხით 3,790,671 ლარი და 1 აგროლიზინგი, ჯამური თანხით 1,499,830.69 ლარი.

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარმა გიორგი ლუარსაბიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მის საკუთრებაში არსებული მიწის ფართობზე არსებული მეურნეობისთვის, ახალი ტრაქტორის, სენსორული ვერტიკალური ფრეზის და საწამლი მოწყობილობის შესაძენად 54,000 ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტი აიღო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მენეჯერმა, ვალერი ქვაჭრელიშვილმა, კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კომპანიის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობა დაათვალიერა.

სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი ქვეკომპონენტი გულისხმობს შეღავათიან აგროკრედიტს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და/ან იმპლემენტის შესაძენად და შეღავათიან აგროლიზინგს - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის (ტექნიკისა ან/და იმპლემენტის დასაფინანსებლად).

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics