09:13 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 19:28:48, 713 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება

„ინვესტირება განათლებაში და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა, იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ განათლებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რასაც განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიგებში საქართველოს ჩართვა ჰქვია.

„მეოთხე - არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი. ეს არის განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა. სწორედ მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე და რაც მთავარია, თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რასაც ქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიგებში. სწორედ ასეთი საქართველო არის ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ დავრუნდეთ ერთიან ოჯახში. შესაბამისად, ინვესტირება განათლებაში და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა, იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი“, - განაცხადა ბახტაძემ.

 შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. წარდგენის შემდეგ, პრემიერობის კანდიდატმა გუნდს მადლობა გადაუხადა და საკუთარ ხედვებზე ისაუბრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics