|
2018-06-10 23:26:08, 1877 ნახვა
სამართალი
მირზა სუბელიანისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო განცხადებას ავრცელებს
მირზა სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. „2018 წლის 10 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულ მ.ს-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. მ.ს.-ს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. საქმე ეხება 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტს. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულისთვის ცნობილი იყო გ.ჯ.-ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რომლის თაობაზეც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულებითი), ისე ფორმალური (საპროცესო) საფუძვლები. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ გრძელდება გამოძიება დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩამდენი პირების ვინაობის დადგენისა და გამოვლენის მიზნით, შესაბამისად ჩათვალა, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში შესაძლოა მ.ს.-მა ჩაიდინოს ახალი დანაშაული, კერძოდ ხელი შეუშალოს გამოძიებას მტკიცებულებათა მოპოვებაში და ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე, რომლებიც მისი ოჯახის წევრები და ნათესავები არიან“, – აღნიშნულია სასამართლო განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)