06:16 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-10 14:57:55, 990 ნახვა

სამართალი
51-ე საჯარო სკოლის დირექტორი და მანდატურები შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

51-ე საჯარო სკოლის დირექტორი და მანდატურები შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის მე-3 განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგა საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ 51-ე სკოლაში არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ინციდენტს, სადაც 8 ივნისს მოსწავლეებს შორის, გურგულიას ქუჩაზე მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება 51-ე საჯარო სკოლასთან.

აღნიშნულის შესახებ პოლიციის მე-3 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ 51-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი.

სამართალდამცავებმა გამოძიების ფარგლებში უკვე  გამოკითხეს ათეულობით ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის 10-ე კლასის მოსწავლემ, ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით, უცენზურო სიტყვები მისწერა, რაც მათი კამათის მიზეზი გახდა.

აღნიშნული პირები, სიტუაციის გარკვევის მიზნით, ერთმანეთს მეგობრებთან ერთად გურგულიას ქუჩაზე შეხვდნენ. მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდგომაც ისინი შერიგდნენ. მოზარდებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვნები და მანდატურები. დღის განმავლობაში, ასევე, გამოიკითხებიან 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და ინციდენტის შემსწრე არასრულწლოვნები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics