15:38 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 12:11:33, 490 ნახვა

პოლიტიკა
ნორლანდი: მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლით სავსე არასამთავრობო სექტორი საკუთარ აზრს თავისუფლად გამოთქვამს

„მნიშვნელოვანია, რომ დინამიური და სიცოცხლით  სავსე არასამთავრობო სექტორი თავისუფლად გამოთქვამს აზრს და  იმ მიღწევებსა და პრობლემებზე საუბარობს, რომელიც მთავრობას ჰქონდა“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების  საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა  სასტუმრო „თბილისი  მარიოტში“ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „ქართული ოცნების“ ორ წლიანი მმართველობის  შეფასების აგნარიშის პრეზენტაციამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, პოზიტიური იქნება ის თუ ნეგატიური, სერიოზულად  იღებს.

„დღეს რაც მნიშვენლოვანია, არის ის მიმდინარე პროცესი, რომელის  მომსწრენიც ვართ  დინამიური და სიცოცხლით სავსე არასამთავრობო სექტორი თავისუფლად გამოთქვამს თავის აზრს საუბრობს  იმ პრობლემებსა და მიღწევებზე, რომელიც ჰქონდა მთავრობას. ვიცი, რომ ეს ანგარიში  2014 წლის დეკემბრამდე პერიოდს შეეხება და არ მოიცავს 2015 წლის  განვლილ პერიოდს.  მიუხედავად ამისა არასამთავრობოები  თავისუფლად აკეთებენ საკუთარ შეფასებებს, რაც უმნიშვნელოვანესია. მთავრობა სერიოზულად იღებს არასამთავრობოების  მიერ  გამოთქმულ შენიშვნებს, იქნება ეს პოზიტიური  თუ ნეგატიური. დიპლომატიური კორპუსი აკვირდება ამ პროცესს  და არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ნაბიჯებს მივესამლებით“,-განაცხადა  რიჩარდ ნორლანდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics