15:38 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 20:51:46, 523 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი უმუშევრობის დონის შემცირებას მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს

პირველად, ბოლო 11 წლის განმავლობაში, საქართველოში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემები პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად შეაფასა.

„გვაქვს 2, 2%–იანი კლება და დასაქმებულთა რაოდენობა არის გაზრდილი. ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით და სწორი პოლიტიკის წყალობით, გასულ წელს შეიქმნა 33 100 სამუშაო ადგილი. რაც მთავარია, ახალი სამუშაო ადგილების 90% მოდის კერძო სექტორზე და ეს არ არის სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა. 11 წლის განმავლობაში უმუშევრობის ასეთი კლება არ დაფიქსირებულა საქართველოში. ეს  შედეგია მთავრობის სწორი პოლიტიკის, ჩვენი პროგრამების, რომლებიც მიმართულია ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ. სოფლის მეურნეობის  მიმართულებით უამრავი პროექტი დაფინანსდა, გაიხსნა 119 საწარმო, პროგრამის–„აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში შეიქმნება 78 ახალი საწარმო.  ეს არის სწორი მუშაობის შედეგი“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელს მშპ–ს  4,8 %–იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში –3,2%, რაც რეგიონისთვის უპრეცედენტო მაჩვენებელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics