|
2015-05-27 21:02:40, 334 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ინტელექტუალური საკუთრების დაცვა მთავრობის მუშაობის ერთ–ერთი მთავარი ინდიკატორია
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა არის ერთ–ერთი მთავარი ინდიკატორი მთავრობის მუშაობის, თუ რამდენად გამჭვირვალეა ხელისუფლება და როგორ ეკიდება ინტელექტუალური საკუთრების დაცვას,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტს პირველად მოაწერა ხელი. „ამით ჩვენმა მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვართ მოტივირებული, გავხდეთ კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე. რამდენიმე თვის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ Microsoft–თან სალიცენზიო შეთანხმებას. ასევე, საქპატენტი ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს და ეს არის ჩვენი მთავრობის წარმატება. მე შევხვდი ბატონ ფრენსის გარის დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ის საქართველოში ჩემი მოწვევით ჩამოვიდა და შედეგიც სახეზეა– დღეს ოფიციალურად გავაფორმეთ მემორანდუმი. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი მთავრობის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს მთავრობასა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურმა დირექტორმა ფრენსის გარიმ მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ადმინისტრირებისა და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესების, საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარების, ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიის შემუშავების, საინოვაციო საქმიანობის ხელშეწყობისა და საქპატენტის ბაზაზე ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო დაწესებულების დაფუძნების მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)