01:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 18:39:54, 360 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელმა ავღანელ კოლეგასთან  მოჰამად მასუმ სტანეკზაისთან გამართა შეხვედრა. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა საქართველოსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მხარეები სამოქალაქო სექტორში ურთიერთობების გაღრმავების საკითხსაც შეეხნენ.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში საქართველოს თავდაცვის მინისტრს  კოალიციური სარდლობის მეთაურმა, არმიის გენერალ ჯონ კემპბელმა უმასპინძლა. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების წვლილი. გენერალმა კემპბელმა ქართველი ჯარისკაცების მაღალ პროფესიონალიზმსა და საბრძოლო სულისკვეთებას გაუსვა ხაზი და თინათინ ხიდაშელს საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობისთვის პირადად გადაუხადა მადლობა.

„მტიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში სტუმრობისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის, 31-ე ბატალიონის ასეულიც მოინახულა. თინათინ ხიდაშელმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მადლობა გადასცა. მოგვიანებით, მინისტრი ქართული ქვედანაყოფის საცხოვრებელ და სამუშაო პირობებსაც გაეცნო.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქაბულის სამხედრო აეროპორტის „HKAIA“ ბაზის თურქ მეთაურს, გენერალ-მაიორ მეჰმედ ბაქირსაც შეხვდა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში თურქულ მხარესთან მომავალი თანამშრომლობის შესახებ გაამახვილა ყურადღება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics