01:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 16:15:07, 360 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ჭირაქაძე: საბანკო სექტორთან თამაში არ შეიძლება

„ყველას მოვუწოდებ, მათ შორის პარლამენტს და მთავრობას ფრთხილად მოეკიდონ საბაკო სექტორს, საბანკო სექტორთან თამაში არ შეიძლება“,-ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებს  საქართველოს ბიზნესასოციაციასა და ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა. 
ჭირაქაძის თქმით, საქართველოში საბანკო სექტორი გაცილებით კარგად მუშაობს, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. 
„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ნებისმიერი კანონი გამოდის და ხდება ინიცირება - განსაკუთრებით,  რომელიც ეხება ეკონომიკას, ბიზნესასოციაციები ჩართული იყვნენ. ჩვენ არ უნდა ვიგებდეთ ერთი-ორი საათით ადრე - ეს ყველასთვის უკეთესია, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. აუცილებლად ჩავერთვებით და დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას. მთავარი საფრთხე აქ არის ის რომ სისტემა,  რომელიც კარგად მუშაობს და საბანკო სექტორი დღეს მუშაობს გამართულად, - უფრო გამართულად ვიდრე ჩვენ მეზობელ ქვეყნებში. ძალიან ცუდია ასეთ სექტორს შეეხო. საბანკო სექტორზეა ჩამოკიდებული მთელი ჩვენი ეკონომიკა“,-განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ. 
ამასთან,   ჭირაქაძემ აღნიშნა,  საქართველოს საბანკო სექტორი არის გარანტი ქვეყნის მდგრადობის.
„მიუხედავად იმისა ვის მოსწონს ბანკი და ვის არა, რა პრობლემებიცაა საბანკო სექტორში, საქართველოს საბანკო სექტორი არის გარანტი ქვეყნის მდგრადობის. როგორც ჩვენ ვიწყებთ „თამაშს“, ეკონომიკური მდგრადობის გარანტის ორგანიზაციებთან, იქმნება რისკი. განსაკუთრებით როცა ვიცით რომ ყველაზე დიდი ნაწილი უცხოელი ინვესტორებისა, არიან ქართულ საბანკო სექტორში. განსაკუთრებით კი 2 ბანკში - საქართველოს ბანკში და თიბისი ბანკში. ეს ორივე ბანკი ვაჭრობს საფონდო ბირჟებზე. ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი კრიტიკა იწვევს ინვესტორების მოტივაციის შეცვლას და გადინებას ქვეყნიდან. აქციებით ვაჭრობა ხდება ლონდონში,  როგორც კი დაინახავენ რომ საქართველოში რაღაც არ არის სტაბილურად მეორე დღეს შეუძლიათ კლავიატურას დააჭირონ და ის თანხები რაც ინვესტირებული აქვთ საქართველოში გაყიდონ. 
მე ყველას მოვუწოდებ, მათ შორის პარლამენტს, და მთავრობას ძალიან ფრთხილად მოეკიდონ საბანკო სექტორს, საბანკო სექტორთან თამაში არ შეიძლება“,-აღნიშნა გიორგი ჭირაქაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics