|
2018-05-28 14:18:40, 1662 ნახვა
კომენტარი
კობახიძე IDFI-ის კვლევაზე: ვერ გეტყვით რა თანხაა გადახდილი თავმჯდომარის მანქანაში, ალბათ, გადახდილია ის, რისი საჭიროებაც იყო
ვერ გეტყვით რა თანხაა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანქანაში გადახდილი, მაგრამ ალბათ, გადახდილია ის, რისი საჭიროებაც იყო, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მანანა კობახიძემ IDFI-ის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სატრანსპორტო უზრუნველყოფით მოსამართლეები მთელ მსოფლიოში სარგებლობენ. "თუკი რაიმე ხარჯია გაწეული სასამართლოში, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კანონთან შესაბამისი. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, რომ სატრანსპორტო უზრუნველყოფა მოსამართლეებს მთელს მსოფლიოში აქვთ. მე ვერ გეტყვით რა თანხაა თავმჯდომარის მანქანაში გადახდილი, მაგრამ ალბათ, გადახდილია ის, რისი საჭიროებაც იყო,"- განაცხადა მანანა კობახიძემ. ცნობისთვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. როგორც IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ბერაიამ აღნიშნა, საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ავტომობილზე, რომელიც ბერაიას თქმით, 180 ათასი ლარი ღირს.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)