22:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 18:58:15, 1538 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მეგობარი ქვეყნებისგან

2018 წლის  26 მაისი  არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი  ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო საუკუნეების მანძილზე, საქართველოს აქვს ყველაზე მასშტაბური მხარდაჭერა იმ მისწრაფებებში, რაც ქვეყანას ისტორიულად აქვს - ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ბრძოლა თავისუფალი არჩევანისთვის და ბრძოლა ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის.

„საქართველოს  სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ 2018 წლის 26 მაისს, სრულიად განსაკუთრებული როლი უკავია ამ მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, როდესაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ კიდევ ერთი მცდელობა, საქართველო დაბრუნებულიყო თავის ისტორიულ ოჯახში, დაბრუნებულიყო ევროპაში. სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციამ მათ არ მისცა საშუალება, ბოლომდე შეესრულებინათ თავის მისია, მაგრამ ჩვენს თაობას აქვს სრულიად უნიკალური შანსი და ამავე დროს, პასუხისმგებლობა, რომ  წინაპრების დაწყებული გზა ბოლომდე მივიყვანოთ და მივიყვანოთ წარმატებით. დღეს ვარ ძალიან ბედნიერი, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, როდესაც ვხედავ ასეთ ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, 2018 წლის  26 მაისი  არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან.

„2018 წელი ფინანსთა სამინისტროსთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვახორციელებთ ბევრ რეფორმას. მათი ნაწილი უკვე ცნობილია და ძალაში შევა მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან. ამასთან ერთად, ჩვენ ზაფხულში დავაანონსებთ კიდევ რამდენიმე რეფორმას, რომელიც ძალაში  2018 წლის შემოდგომიდან შევა. საქართველო დღეს არის განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ბაზარზე გვჭირდება ისეთი წესები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში მივიღოთ ინკულიზიური ეკონომიკური ზრდა, ისეთი ზრდა, რომელიც შეეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. საქართველოში ჩვენ, საწუხაროდ კიდევ გვაქვს სიღარიბის პრობლემა, მაგრამ თითოეული ჩვენი რეფორმა მიმართულია ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევისკენ -  საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics