|
2018-05-26 17:51:00, 1448 ნახვა
კომენტარი
არმენ სარქისიანი: მიმდინარე კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა, ერთიანი ხედვის შემუშავების შედეგად უნდა მოხდეს
„მიმდინარე კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა, ერთიანი ხედვის შემუშავების შედეგად უნდა მოხდეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა მრგვალ მაგიდაზე - „თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის - მომავლის ასწლეულის სტრატეგია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სარქისიანმა კონფლიქტებზე საუბრისას ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები, რათა ამ დაძაბულობამ სამხრეთ კავკასიაში არ გადმოინაცვლოს. „100 წელია საქართველო იბრძვის დამოუკიდებლობისთვის. მშვიდობიანი გადაწყვეტა მიმდინარე კონფლიქტებისა, რა თქმა უნდა ერთიანი ხედვის შემუშავების შედეგად უნდა მოხდეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. მთიანი ყარაბაღთან მიმართებაში მშვიდობიანი გადაწყვეტილება კონფლიქტისა, იქნება, მხოლოდ და მხოლოდ ჰელსინკში შემუშავებული პრინციპების განხორციელება. ჩვენ უნდა ვემსახუროთ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. რაც შეეხება, სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საქმიან ურთიერთობებს, რა თქმა უნდა ეფექტური ურთიერთობა ჩრდილოეთისა და სამხრეთის, ისევე როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არის თანაბრად მნიშვნელოვანი. ირანში განვითარებული მოვლენები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდნენ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზე. ამიტომაც ნაბიჯებია გადასადგმელი, იმისათვის რომ იმ დაძაბულობამ, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია, არ გადმოინაცვლოს სამხრეთ კავკასიაში, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამ დაძაბულობის შესარბილებლად. სომხეთის რესპუბლიკა ფაქტობრივად, ყოველთვის მხარს უჭერს მშვიდობიან თანაარსებობას, განვითარებას. რაც შეეხება, ზეიმს 100 წლისთავისა, უნდა განხორციელდეს იმ პირობებში, როცა გამყოფი ხაზები აღარ იქნება“, - განაცხადა არმენ სარქისიანმა. მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებული რეალობა, იძლევა იმის იმედს, რომ დემოკრატიზაციის პროცესები წვლილს შეიტანს რეგიონალური ინტეგრაციის, სტაბილური მშვიდობისა და ეკონომიკური კავშირების გამყარებაში. „მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ნება არ არის აუცილებელი, რომ გადაილახოს ყველა ის წინააღმდეგობები, რომელიც არსებობს, რადგან გვჭირდება ტოლერანტობა, გვჭირდება ძალიან გონივრული სამეზობლო ურთიერთობების დამყარება, რომელიც ნაყოფს გამოიღებს ყველა დონეზე ურთიერთობისას. სამხრეთ კავკასია უნდა იყოს ყველანაირი სტერეოტიპებისაგან თავისუფალი, რომელიც შეაფერხებს საზოგადოების განვითარებას, საზოგადოების ცნობიერების განვითარებას. ჩვენ გვინდა დავინახოთ ისეთი სამხრეთ კავკასია, რომელიც არის განჭვრეტადი, რომელიც ჩაბმულია რეგიონალური პროექტების განხორციელებაში, იგივე ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის, ჩრდილო სამხრეთ კორიდორების შექმნა და უკვე არსებულის განვითარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი.“ – აღნიშნა სარქისიანმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)