21:17 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 16:54:26, 1229 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: სამწუხაროდ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავაც არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან 10 წლის შემდეგ, ძალიან სამწუხაროდ,  რუსეთი კვლავაც არ ასრულებს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მრგვალ მაგიდაზე „თანამშრომლობა კეთილღეობისათვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად პროვოკაციებისა, საქართველო განუხრელად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას.

„ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დღეს ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენ გვაქვს გამოწვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან 10 წლის შემდეგ, ძალიან სამწუხაროდ,  რუსეთი კვლავაც არ ასრულებს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯს დგამს.

მიუხედავად პროვოკაციებისა, საქართველო განუხრელად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას, საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერით, რასაც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხელისუფლება ძალიან აფასებს. ჩვენ გვჯერა, რომ მტკიცე პოზიციით და ერთიანი ძალისხმევით, თანმიმდევრული მიდგომით, ჩვენ შევძლებთ მშვიდობიანად ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics