|
2018-05-26 16:47:41, 1570 ნახვა
კომენტარი
ანდრეი კისკა: ძნელია, რეფორმები გაატარო, როდესაც აგრესიული მეზობელი გყავს
„ძნელია, რეფორმები გაატარო, როდესაც აგრესიული მეზობელი გყავს“, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ პარლამენტში განაცხადა, სადაც მრგვალი მაგიდა გაიხსნა. ანდრეი კისკამ მცოცავ ანექსიაზეც ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ფოტო უჩვენა, რომელიც მავთულხლართებთან არის გადაღებული. „სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანი მავთულხლართებზე გვაწვდის ხელს. ამ კაცმა ერთ ღამეს დაინახა, რომ მის ეზოზე გავლებულია მათვულხლართები, ის უკვე საქართველოში კი აღარ არის, არამედ სხვაგან არის გადაწეული, სამყაროს სხვა ნაწილში. ვერც სასწრაფო დახმარებას გამოიძახებს, ვერც სოციალურ სიკეთეს მიიღებს. ეს გააკეთა აგრესიულმა მეზობელმა. ცხადია ყველა ვხვდებით რომელ მეზობელზეა საუბარი. ამიტომ, ძნელია რეფორმები გაატარო, როდესაც აგრესიული მეზობელი გყავს. საქართველო ფანტასტიური ქვეყანაა და ყველას უნდა მიეცეს შანსი განვითარებისთვის“, - განაცხადა კისკამ.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)