21:19 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 15:06:38, 1521 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ეს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 

"მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქეობისთვის. ეს განსაკუთრებული დღეა, რადგან დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის 100 წლის იუბილეს ვზეიმობთ. მიუხედავად იმისა, რომ ის რაც 1918 წლის 26 მაისს მოხდა, მხოლოდ 3 წელი გრძელდებოდა, სანამ საბჭოთა ოკუპაცია მთელი 70 წლით შეაფერხებდა ჩვენს დემოკრატიულ განვიტარებას, ამან შექმნა მყარი საფუძველი ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოებრიობისათვის. მინდა, დიდი სიამაყით აღვნიშნო, რომ მაშინდელ დამფუძნებელ კრებაში ასახული იყო მთელი ქვეყნის ეთნოდემოგრაფიული სურათი, იყო წარმოდგენილი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე ქალები,“ - განცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა.

„ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული, ადამიანები გამოდევნილია საკუთარი სახლებიდან. ჩვენ უნდა ვიაროთ მომავლისკენ, იმ ევროპული დემოკრატიული მომავლისკენ, სადაც ჩვენს სახელმწიფოში ყველა ადამიანის უფლებები, იდენტობა იქნება დაცული და ჩვენ ვიქნებით ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის წევრი, რაც არის ჩვენი ისტორიული ადგილი,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics