|
2018-05-26 14:51:29, 1285 ნახვა
კომენტარი
იზორია: განვლილმა 100-მა წელმა ცხადყო, რომ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ყველა ეპოქაში დაცვა სჭირდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, 100 წლის წინ პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ძალისხმევით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შედგა. როგორც იზორიამ აღნიშნა, განვლილმა 100-მა წელმა ცხადყო, რომ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ყველა ეპოქაში დაცვა სჭირდება. „გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, საქართველოს ღირსეულო შვილებო, მხედრული სულისა და შეუპოვრობისთვის მინდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, განსაკუთრებით თქვენ მოგილოცოთ. 100 წლის წინ ზუსტად აქ საფუძველი ჩაეყარა თაობების საუკუნოვან ოცნებას და პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ძალისხმევით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შედგა. მიხარია, რომ ამ დიდებული დღის შემოქმედთა შთამომავლები დღეს ჩვენს გვერდით არიან. "მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი“ - ამბობდა გიორგი მაზნიაშვილი. სწორედ ამ სულისკვეთებით იბრძოდნენ კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან საქართველოს გმირები, იუნკერები, რომლებიც წინ აღუდგნენ წითელ არმიას და დაიმკვიდრეს მარადიული სახელი საქართველოს ისტორიაში. განვლილმა 100-მა წელმა განსაკუთრებით ცხადყო, რომ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ყველა ეპოქაში სჭირდება დაცვა. თქვენ საქართველოს შვილები სიცოცხლის ფასად იცავთ ქვეყანას“ - განაცხადა მინისტრმა. მინისტრმა ასევე ჯაველენების შესყიდვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულოებების ერთგული რჩება. "გავზზარდეთ თავდაცვის ბიუჯეტი და თავსებადი გავხადეთ ნატო-ს სტანდარტებთან, შევიძინეთ უახლესი ანტისატანკო სისტემა - "ჯაველინი", ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ყველაზე ამბიციური პროგრამის - "საქართველოს თავდაცვის პროგრამის" განხორციელება, დავასრულეთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვის პირველი ეტაპი, განვააახლეთ წვევამდელთა და ვიწყებთ რეზერვის სისტემის ამოქმედებას. წარმატებით ვახორციელებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ინიციატივებს და ვაგრძელებთ საერთაშორისო მისიებში მონწილეობას მსოფლიოში მშვიდობისა და თავისუფლების დასაცავად", - აღნიშნა მან. იზორიამ აგვისტოს ომიც გაიხსენა. "10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. დიდება აგვისტოს ომის გმირებს. ოკუპაციის პირობებში ქვეყნის მომავალს ქართველი ხალხი ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალში ხედავს," - განაცხადა მინისტრმა.
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)