|
2015-05-27 10:12:51, 317 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის მიღმა უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი გვაქვს
"ქვეყნის მიღმა უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი გვაქვს. ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული ბიზნესმენები, ექიმები, პროფესორები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. ჩვენი ხელისუფლების კარი მათთვის არის ღია, ეს მათი სამშობლოა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ პირველ პროფესიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება პრემიერმა გახსნა. "ჩვენ 77 სტუდენტი საუკეთესოთა შორის ავარჩიეთ და გავუშვით საზღვარგარეთ საუკეთესო უნივერსიტეტებში. მე მათთან გავაფორმე ხელშეკრულება. ისინი არიან ვალდებული დაბრუნდნენ სამშობლოში და ემსახურონ ჩვენს ქვეყანას და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, რა თქმა უნდა, მოახმარონ ჩვენს სამშობლოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ამ პროგრამით საზღვარგარეთ წელს კიდევ 115 სტუდენტის გაგზავნა იგეგმება, თუმცა ისინი ვალდებული არიან, კვლავ საქართველოში დაბრუნდნენ. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაც.ფორუმს საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)