14:40 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 12:49:51, 433 ნახვა

პოლიტიკა
სერგო რატიანი ყოფილ თანაგუნდელებზე: გული მწყდება, რომ ისინი 26 მაისს ჩვენთან არ არიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრს სერგო რატიანს გულის წყდება, რომ   მისი ყოფილი თანაგუნდელები  26 მაისს  მასთან ერთად არ არიან.
როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა მათ იმ  ზეწოლას ვერ გაუძლეს, რაც რატიანის მტკიცებით 3 წლის განმავლობაში  „ნაციონალური  მოძრაობის“  მიმართ ხორციელდებოდა. 
„ გული მწყდება, რომ  ისინი დღეს ჩვენთან ერთად  არ არიან, როდესაც  გუშინ მე ვთქვი ზეწოლაზე , რომელიც პარტიაში არის ამ ხნის განმავლობაში.  ყველამ თქვა ხომ არ შეეშინდათ ან რაღაცა, შეშინებაზე საუბარი არ არის,  საუბარია მორალურ დისკომფორტზე და იმ გარემოზე, რომელშიც არის „ნაციონალური  მოძრაობა“.  ამ ყველაფრის გადატანა რთულია, ვფიქრობ შესაძლებელია,  მათ აირჩიეს სხვა  ადგილი,  სხვა გზა, სადაც ფიქრობენ,  რომ უფრო კომფორტულად მოახერხებ სვლას“,-განაცხადა რატიანმა. 
„ნაციონალური მოძრაობის“  წევრებმა ვარდების მოედანზე  საქართველოს დამოუკიდებლობის  დღისადმი  მიძღვნილი ღონისძიებები დაათვალიერეს და საზოგადოებას 26 მაისი მიულოცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხში მთავრობის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics