|
2015-05-26 00:05:43, 774 ნახვა
სამართალი
18 წლის ბეგი მამალაძის მკვლელობის ფაქტი შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი როინ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 25 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოს მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1996 წელს დაბადებულ ბეგლარ მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დღეს "ექსპრესნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნუცუბიძის პლატოზე 18 წლის ბეგი მამალაძის მკვლელობის სავარაუდო მოტივი შურისძიება გახდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ მოკლულის ახლობლებმა განუცხადეს, მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ნუცუბიძის პლატოზე 1 წლის წის ჩადენილი მკვლელობა გახდა. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდების ჯგუფი ბეგი მამალაძეს და მის მეგობრებს შურის საძიებლად ეძებდნენ. მოკლულის კლასელების მტკიცებით, ნუცუბიძეზე ერთი წლის წინ ჩადენილ მკვლელობასთან არც ბეგი მამალაძეს და არც მის მეგობრებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)