17:08 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-19 15:54:42, 262 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში

ადვოკატსაც და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუჭირდება, დაამტკიცოს, რომ რაღაც პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში, დაკავებაში, სასამართლო პროცესში და პროკურატურას სხვა არაფერი გააჩნია, თუ არა პოლიტიკური მოსაზრება, ფაქტი რეალურია და მან ეს რეალური ფაქტი აღიარა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, რეალური ფაქტები დაიდო და კრიმინალური დანაშაული სახეზეა.

„დანაშაული სახეზეა და არა მარტო ეს დანაშაულია სახეზე, საერთოდ დანაშაული, როდესაც ასეთი ვითარებიდან გამომდინარე კიდევ სხვა გყავს ჩართული სახელმწიფო სტრუქტურებიდან, იგივე თავდაცვის სამინისტრო ამ დანაშაულებრივ სქემაში. ძნელი იქნება თავის მართლება მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაც გარკვეულ ტრაგიკულ ელემენტებსაც ატარებს. ტრენდი შეიქმნა, რომ დანაშაულს თუ ჩაიდენ, მაგალითად, 17 მილიონს თუ მოიპარავ ბანკიდან და ოფშორულ ზონაში გადარიცხავ, უნდა თქვა, რომ პოლიტიკური პარტია ვარ, პოლიტიკური პარტია უნდა შექმნა და შემდეგ თქვა, რომ პროცესი იმის გამო კი არ მიმდინარეობს, რომ დანაშაული იყო ჩადენილი, არამედ პოლიტიკური ქოლგის ქვეშ უნდათ, რომ დაიმალონ. იგივე ხდება ღარიბაშვილის შემთხვევაშიც.  სხვა არანაირი არგუმენტი არ გააჩნია და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ამას ყველაფერს პოლიტიკური სარჩული დაუდონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში
სასამართლომ საქმეში არ ჩართო ღარიბაშვილის წერილი, რომელშიც მდინარაძე იყო ნახსენები
ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics