|
2015-05-25 12:27:34, 555 ნახვა
პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში მიყვანასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები უნდა დასრულდეს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ საკინიკიძის განცხადებით, 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში მიყვანასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები უნდა დასრულდეს. როგორც სანიკიძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე სამინისტროს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ის აღარ შეიცვლება. "პრემიერმა მოგვიწოდა, რომ თუ სადმე არის კითხვის ნიშნები, კიდევ ერთხელ დავსხდეთ და ამაზე ვისაუბროთ, ამაზე საუბარი შეიძლება უსასრულოდ იმიტომ, რომ თქვენ იცით, როგორ თემას უკავშირდება.რაც შეეხება იმას, ჩენ შევცლით თუ არა გადაწყვეტილებას, ჩვენი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და შესაბამისად, დასაბუთებაც წარდგენილია, ახლა არის თავიდან ბოლომდე პარლამენტზე დამოკიდებული, რას და როგორ იმსჯელებს, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება მოუწევთ.ასევე, იმის გათვალიწინებაც მოუწევთ, რომ ეს რეალობა ყოველთვის არსებობდა და რატომ გახდა სპეკულირების თემა ახლა სასწავლო წლის დაწყების წინ, როდესაც მთელი რიგი პროცედურებია გასატარებელი, და მოსამზადებელია სისტემა ახალი სასწავლო წლისთვის, ეს იყო მეტწილად, პოლიტიკური პარტიები მყავს მხედველობაში და უმცირესობის წარმომადგენლები, რომლემბაც ეს თემა დღის წესრიგში დააყენეს და ამით სპეკულირებას ახდენენ",-განაცხადა თამარ სანიკიძემ. მისივე თქმით, განათლების სამინისტროდან მშობლები მათთვის საინტერესო საკითხებზე განმარტებებს რეგულარულად იღებენ. სანიკიძის მტკიცებით, არც ერთ მშობელს, რომელიც განათლების სამინისტროში მივიდა და 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში შეყვანასთან დაკავშირებით განმარტებები მოისმინა, კითხვის ნიშნები აღარ აქვს. მინისტრის მოსაზრებით, ბავშვები პოლიტიკური სპეკულირების მსხვერპლნი არ უნდა გახდნენ. "რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით, მშობლების მიერ გამოთქმულ წუხილს, მშობლები ჩვენთან რეგულარულად დაბრძანდებიან ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. არც ერთი მშობელი, ვინც ჩვენთან იყო მოსული და შესაბამისი განმარტება მიიღო, კითხვის ნიშნებით აღარ წასულა ჩვენგან. ამიტომ, ეს თემა გასაყოფია. პოლიტიკური სპეკულირება და მშობლების რეალური წუხილი.ჩვენ მშობლებთან მუშაობას ვაგრძელებთ.რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულირებას, ის უნდა დამთავრდეს, რადგან ბავშვები მაინც არ უნდა გახდნენ სპეკულირების მსხვერპლნი. ამიტომ, იმედი მაქვს, გადაიხედება ეს ყველაფერი და კონსტრუქციულ რეჟიმში ჩამოყალიბდებიან, რა უნდა გააკეთონ.ეს საკითხი ყოველთვის იდგა დღის წესრიგში, მაშინ, როდესაც ზღვარი იყო უფრო დაბლა დაწეული.უბრალოდ ამ თემების სპეკულირება ადრე არ ხდებოდა",-განაცხადა თამარ სანიკიძემ. ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, სასწავლო ზღვარის 6 წლამდე დაწესებას ითვალისწინებს. შესაბამისად, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, 2015 წლის ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში 6 წლამდე ბავშვები არ მიიღებიან.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)