08:44 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 14:18:10, 1688 ნახვა

ეკონომიკა
მარტში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის მარტში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.1 მილიონი აშშ დოლარი (320.1 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.0 პროცენტით (19.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.6 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების  92.0 პროცენტი მოდიოდა.

სებ-ის ცნობით, 2018 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.9 მლნ აშშ დოლარი (51.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 16.8 მლნ აშშ დოლარისა (41.6 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics