08:43 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 14:41:25, 1509 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრი: ჩინეთი საქართველოს ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაში დაეხმარება

ჩინეთი საქართველოს „სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის,  ე.წ. „შუა დერეფნის" განვითარებაში დაეხმარება, - აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრის ლი სიაოპენისა და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად  მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე „შუა დერეფნის" განვითარებაზე, ამ საერთაშორისო მარშრუტის მეშვეობით 2015 წლიდან ხორციელდება ჩინეთიდან სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები. ასევე შემუშავებულია გამჭოლი ტარიფი სრულ მარშრუტზე.

„ჩვენ ვითხოვეთ ჩინეთის როგორც ცენტრალური ხელისუფლებიდან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებიდან ტრანსკასპიური სატრანსპორტო მაგისტრალის, იგივე შუა მაგისტრალის პოპულარიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვახდენთ ჩვენი შესაძლებლობების პოპულარიზაციას გარკვეული პროვინციების მიმართულებით", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის მხარის პოლიტიკურ მხარდაჭერას „შუა დერეფნის განვითარების" კუთხით, რათა გაიზარდოს მისი როლი და მნიშვნელობა „სარტყელისა და გზის" გლობალური ინიციატივის ფარგლებში. ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ქართულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით მხარდაჭერა აღუთქვა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება, სადაც მას ჰქონდა შეხვედრები ჩინეთის კომერციის მინისტრთან და განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელობასთან, რომლის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის კოორდინაცია, პროექტების ხელშეწყობა და ძირითადი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics