2018-04-13 09:58:03, 1638 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.4070 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან კი, გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.4070 ლარი ღირს, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4008 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0062 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს,1 ევროს ღირებულება დღეს , 2.9700 ლარია, დღემდე მისი ფასი 2.9712 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,