07:17 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 23:27:57, 1585 ნახვა

ეკონომიკა
მერაბ ჯანიაშვილი: ქვეყანაში ძნელია ისეთი სოცჯგუფის მოძებნა, ვინც მეტ-ნაკლებად კმაყოფილია საბანკო სექტორთან თანამშრომლობით

ქვეყანაში ძალიან ძნელია ისეთი  სოციალური ჯგუფის მოძებნა ვინც მეტ-ნაკლებად კმაყოფილია საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, - განაცხადა პირველი არხის ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა, მერაბ ჯანიაშვილმა გადაცემაში  „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად." 

მისი თქმით, თუ შევხედავთ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს, ქვეყანაში ბიზნესის განვითრების პრობლემად ფინანსურ რესურსზე ხელმიუწვდომლობა სახელდება.

 „ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ძალიან მომგებიანი საბანკო სექტორი და მეორე მხრივ, გვაქვს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. ეს პარადოქსია, როდესაც ყველაზე წარმატებულ სექტორად ითვლება ის სექტორი, რომელმაც უნდა დააფინანსოს ეკონომიკა. რეალურად კი საბანკო სფეროს შემოსავლების მხოლოდ 20% მოდის ბიზნესზე. დანარჩენები არის სამომხმარებლო სესხები, იპოთეკური სესხები ანუ ბანკი, როდესაც გასცემს განვადებას, მაგალითად, ტექნიკის შესაძენად, რომელიც სხვა ქვეყანაშია ნაწარმოები, რეალურად ის აკრედიტებს სხვა ქვეყნის ეკონომიკას. ჩვენ საბანკო სექტორისგან სარგებელი რომ მივიღოთ, მათ უნდა დააკრედიტონ საქართველოს ეკონომიკა. დღეს, საბანკო სექტორში იმდენად მანკიერი სიტუაციაა შექმნილი, რომ ბანკებს ხშირად ბიზნესის დაკრედიტებას ურჩევინათ საკუთარი ბიზნესი გახსნან იმიტომ, რომ აქვთ ამის საშუალება. მაგალითად, რატომ უნდა დააკრედიტოს ბანკმა სამშენებლო სფერო, როდესაც საკუთარი კომპანია აქვს?  ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ საბანკო სექტორის წარმატებულობაზე, უნდა შევაფასოთ მომსახურების ხარისხი, რამდენად კმაყოფილები არიან კლიენტები ბანკის მომსახურებით. კლიენტები უკმაყოფილოები არიან საბანკო სექტორის მომსახურებით, მაგრამ საბანკო სექტორი გადის მაღალ მოგებაზე  იმიტომ, რომ ბანკი გასცემს მოკლევადიან სესხებს, რომელიც არის მაღალპროცენტიანი და არის უფრო შემოსავლიანი. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ბოლო წლებში ხელს უწყობს საბანკო სექტორს, რათა მიაწოდოს იაფი, გრძელვადიანი ფულადი რესურსი. ამისთვის ეროვნულმა ბანკმაც გაზარდა დაკრედიტება, ფინანსთა სამინისტრომაც გადაიტანა დეპოზიტები საბანკო სექტორებში, მაგრამ ისინი ამ თანხას იღებენ და ან სასესხო ობლიგაციებს ყიდულობენ, ბიუჯეტს ასესხებენ თანხას ან მოსახლეობას აკრედიტებენ, რაც ჩვენ ეკონომიკას სარგებელს არ აძლევს,“ - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics