07:18 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 15:01:39, 1473 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივა" ხელს შეუწყობს დერეფნის გასწვრივ გამარტივებული საბაჟო პროცედურების განვითარებას

საქართველო სრულად იზიარებს „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივის" (BRI) თანამშრომლობის ხუთ ძირითად პრიორიტეტს: პოლიტიკის კოორდინაციას, თანამშრომლობას, შეუფერხებელ ვაჭრობას, ფინანსური ინტეგრაციასა და ხალხთაშორის კავშირებს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის მაღალი დონის კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და ფინანსური პლატფორმები სარტყლისა და გზის ინიციატივის წარმატებული იმპლემენტაციისთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, „მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის" დაცვა, კერძოდ, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთაღიარება, საყოველთაო მშვიდობიანობის შენარჩუნება, შიდა საქმეებში ჩაურევლობა, თანასწორობა და საყოველთაო სარგებელი და მშვიდობიანი თანაცხოვრება, გარანტიაა იმისა, რომ BRI-ის ინიციატივა ყველა მონაწილე ქვეყანას უდიდეს სარგებელს მოუტანს.

როგორც კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, BRI-ის ფარგლებში ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსების მობილიზება.

მისი თქმით, საერთაშორისო სავაჭრო დინამიკის შესაბამისი ძლიერი სატრანსპორტო ქსელის განვითარებისათვის აუცილებელია მნიშვნელოვანი ინვესტიციები და საქართველომ ამ მიმართულებით წარმატებებს მიაღწია.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პროგრამა, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამა, მიზნად ისახავს ინვესტიციებისთვის ფისკალური სივრცის შექმნას.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართვის გარეშე ამ მიზნის მიღწევა წარმოუდგენელი იქნებოდა. დონორების მხრიდან დაფინანსება და შეღავათიანი სესხები ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითადი ინსტრუმენტებია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი  (IMF, WB, AIIB, ADB, KFW და EIB) ჩვენი პარტნიორია ამ მიზნის განხორციელებაში.

„ჩვენი მიზანია აქამდე არარსებული კავშირების შექმნა და სანდო სატრანსპორტო ქსელის განვითარება. ამასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია სოციალური ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ამ თვალსაზრისით მინდა ხაზი გავუსვა საერთაშორისო კომპანიების საბაზრო წვდომის გაუმჯობესებისთვის სატრანსპორტო მომსახურების ლიბერალიზაციისა და ასევე ვაჭრობისთვის ინსტიტუციონალური და ბიუროკრატიული დაბრკოლების აღმოფხვრის მნიშვნელობას. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება გამარტივებული საბაჟო პროცედურები მთელი დერეფნის გასწვრივ, ისევე, როგორც მეტად ჰარმონიზებული კანონმდებლობა. ვფიქრობ, BRI ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით განვითარებას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics