19:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 13:53:06, 1997 ნახვა

მსოფლიო
„მოსკოვთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება გვსურს“ - ავსტრია რუს დიპლომატებს არ გააძევებს

ვენას მოსკოვთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურს, - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ავსტრია რუს დიპლომატებს არ გააძევებს.

"ევროკავშირის მესამედმა ქვეყნებმა რუსი დიპლომატების გაძევებაზე უარი თქვა, ჩვენც მათ რიგებში ვართ. ჩვენ ნეიტრალური ქვეყანა ვართ და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის შტაბ-ბინას წარმოვადგენთ", - განაცხადა კურცმა.

შეგახსენებთ, რომ „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით, აშშ-მ, კანადამ, ავსტრალიამ,  ევროპის ქეყნებმა და მათ შორის საქართველომ, ჯამში 150-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს.მოგვიანებით, რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ოფიციალური მოსკოვის ქმედებები სარკისებრი იქნება. ლავროვის გადაწყვეტილებით რუსეთი 23 ქვეყნის დიპლომატს გააძევებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics