23:21 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 14:47:17, 1504 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვა „გირგვლიანის შესწორებებთან“ არაფერ შუაშია

„მემორანდუმთან, რომელიც შეეხება 2005-12 წლებში რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვას, არაფერ შუაშია"გირგვლიანის შესწორებები". რატომ თქვა ასე პრეზიდენტმა,  თავად მას უნდა კითხოთ. ფაქტია, რომ სხვადასხვა თემებზეა საუბარი“,-ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის მიერ ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან მომერანდუმის გაფორმებას.

„თავის მხრივ გირგვლიანის შესწორებები, რომელიც უკვე დაარეგისტრირა ჩვენმა ფრაქციამ და ხვალინდელ ბიუროზე გავა, შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულების პრევენციას და ხელს უწყობს მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფოძალმომრეობისგან. მეორე მხრივ ის არის მართლმსაჯულების ხელშეუვალობის ძალიან მაღალი გარანტია. გარანტია იმისა, რომ მომავალში ვერავინ შეძლოსმსგავსი ქმედებების ჩადენა“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

როგორც აღინიშნა, მემორანდუმის მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში  2005-2012 წლებში  რეპრესირებული ადვოკატებისთვის  და 05.12.2012 წლის დადგენილებით  პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ, ან  დევნილ პირად მიჩნეული  მსჯავრდებულების  საქმეების შესწავლასა და  სამართლებრივი  მნიშვნელობის მქონე, მარებილიტირებელი  გარემოებების დადგენას.

 მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ 2012 წელს მიღებული საკანონმდებლო აქტის შემდეგ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან დევნილ პირთა უფლებების აღსადგენად ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics