|
2018-03-31 13:39:12, 1535 ნახვა
კომენტარი
უგულავა: პრემიერმა მოიცალა ბულვარულ ჭორებზე სასაუბროდ, მაგრამ არ გახსენებია აზიური ფაროსანა
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კრიტიკას პასუხობს. უგულავას შეფასებით, პრემიერმა შეუფერებელი ჟარგონით ისაუბრა. მანვე დასძინა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მუდამ თავის მართლების რეჟიმში იმყოფება. "ვანსა და ხონში სტუმრობისას პრემიერმა მოიცალა ბულვარულ ჭორებზე სასაუბროდ, მაგრამ არ გახსენებია აზიური ფაროსანა, რომელსაც აქ დათბობასთან ერთად შავი ჭირივით ელოდება ხალხი. მას არ გახსენებია აქაური მწვავე პრობლემები, მაგრამ მოახერხა "ევროპულ საქართველოსთან" მიმართებით გაემეორებინა პუტინის რუსეთის ბრალდებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით. მას არ შეუმჩნევია სრული უიმედობა და უპატრონობა რეგიონში, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში ისაუბრა რაღაც გაუგებარ კარტბლნშებზე. "ოცნება" შესაძლოა მართლაც ერთი კაცის კარტბლანშით არსებობს, მაგრამ ჩვენ და საქართველოს საზოგადოება ვცნობთ მხოლოდ მანდატს, რომელსაც არჩევნების გზით იძლევიან ჩვენი თანამოქალაქეები. ამდენად სამწუხაროდ ჩვენ ვიხილეთ ხალხის პრობლემებისგან მოწყვეტილი, შეუფერებელი ჟარგონით მოსაუბრე, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში მყოფი მთავრობის თავმჯდომარე, რაც ძალიან სახიფათო და საგანგაშოა ქვეყნისთვის", - აცხადებს გიგი უგულავა. ცნობისთვის, გუშინ ვანსა და ხონში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის შემდეგ პრემიერმა მედიას კომენტარი გააკეთა და საპარლამენტო ოპოზიცია დესტრუქციაში დაადანაშაულა. კვირიკაშვილმა "ევროპული საქართველოც" გააკრიტიკა: "ამ ადამიანებმა ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი კვალი დატოვეს".
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)