|
2015-05-20 17:40:56, 978 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნება
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ჰუალინგ ჯგუფის“ კომპანია შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATION INDUSTIAL INVESTMENT GROUP LTD“–ის დირექტორმა შაო სიაო ძინმა „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ი საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიქმნა და მისი ფუნქციონირების ვადად 30 წელი განისაზღვრა. თიზ-ი ფუნქციონირებას დაიწყებს ქუთაისში, ავტომშენებელის ქუჩაზე მისთვის გამოყოფილ 359251.00 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე. თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან მთელი პერიოდის განმავლობაში, თიზ-ში დასაქმებულთა, მათ შორის მუდმივად დასაქმებულთა არანაკლებ 75% საქართველოს მოქალაქე იქნება. „ეს ხელშეკრულება პირდაპირ პასუხობს იმ სულისკვეთებას, რაც არსებობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაფართოებისა და განვითარების კუთხით. ეს არაერთხელ გამოიხატა და დაფიქსირდა კიდეც ჩვენი სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ინვესტორი, რომელიც შარშან, მესამე კვარტლის მონაცემებით, იყო ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში, კვლავაც განაგრძობს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მზად არის, ყველანაირად შეუწყოს ხელი ამ სულისკვეთებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ თიზ-ის შესაქმნელად 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანიის ინფორმაციით, ინვესტიციები თიზ-ის ტერიტორიაზე განხორციელდება როგორც თიზ-ის ორგანიზატორის (ძირითადად, ინფრასტრუქტურის მოწყობის დასასრულებლად), ასევე, უცხოელი ინვესტორების მიერ, წარმოების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის ხე-ტყისა და ხის მასალის გადამუშავება, სხვადასხვა სახის ავეჯის (მათ შორის, საოფისე) წარმოება, ქაღალდის წარმოება; სამშენებლო მასალების წარმოება - მათ შორის მეტალო-კონსტრუქციების; დსპ-ს, მდფ-ის, კარ-ფანჯრების, პარკეტის წარმოება და სხვა; ასევე ბუნებრივი ქვებისა და ნედლეულის გადამუშავება სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მიზნებისთვის (ქვის ბლოკები, მოსაპირკეთებელი მასალა, კრამიტი, აბაზანის მოწყობილობები, ქვის ავეჯი და სხვა); გარდა ამისა, დაგეგმილია ინვესტიციების მოზიდვა მსუბუქი მრეწველობის სხვადასხვა დარგში, კერძოდ ტექსტილის, ქიმიური, კვების პროდუქტების, საკანცელარიო საქონლის და მინის პროდუქციის წარმოებაში. ქუთაისში, კომპანია „GEORGIAN HUASHUN INTERNATION INDUSTIAL INVESTMENT GROUP LTD“–ის მიერ, მის საკუთრებაში არსებულ როგორც თიზ-ისთვის განკუთვნილ, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე განხორციელებულია ინვესტიციები როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ასევე წარმოების ხელშეწყობისთვის. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, რეაბილიტირებული და აშენებულია გზები, მოწესრიგებულია ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, გაზმომარაგებისა და საკანალიზაციო-სანიაღვრე ინფრასტრუქტურა, შეძენილია შესაბამისი ტექნიკა და მოწყობილობები (ტრანსფორმატორები, ელექტროგამანაწილებელი ყუთები, წყლის მილები). მათივე ინფორმაციით, აშენდა ღობე და მოეწყო საბაჟო გამშვები პუნქტი, განხორციელდა გამწვანების სამუშაოები და რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 20 ძველ შენობა-ნაგებობას. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ავეჯის, ქვის გადამამუშავებელი, რკინის კონსტრუქციებისა და მატრასების დამამზადებელი საწარმოები.
გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში
სასამართლომ საქმეში არ ჩართო ღარიბაშვილის წერილი, რომელშიც მდინარაძე იყო ნახსენები
ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)