23:22 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 18:24:31, 2306 ნახვა

კომენტარი
პრემიერი „ევროპულ საქართველოზე“ - ამ ადამიანებმა ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი კვალი დატოვეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საპარლამენტო ოპოზიცია დესტრუქციაში დაადანაშაულა.

მიუხედავად ამისა, პრემიერის თქმით, "ქართული ოცნება" ოპოზიციასთან დიალოგს მომავალშიც გააგრძელებს.

"მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით ოპოზიციასთან დიალოგის რაიმე ფორმატის შესაქმნელად და ამას, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ. პარლამენტი უნდა იყოს ადგილი, სადაც დიალოგი მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ ისეთ პრობლემებზე საუბრისას, როგორიცაა ოკუპაცია ქვეყანამ შეძლოს ერთიანი პოზიციით გამოსვლა. სამწუხაროდ, ჩვენი ასეთი კონსტრუქციული დამოკიდებულების მიუხედავად, რომელიც პარლამენტში ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯით და ერთობლივი რეზოლუციის მიღებით გამოიხატა, პასუხად  მივიღეთ აბსოლუტურად დესტრუქციული ბრალდებები და დამოკიდებულება ოპოზიციონერების, მათ შორის “ევროპული საქართველოს” მხრიდან. იმ ადამიანებისგან, რომლებმაც დატოვეს უმძიმესი კვალი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, საოკუპაციო ძალასთან ერთად შექმნეს ძალიან მძიმე ვითარება ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციისა და ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ცალმხრივი აღიარების თვალსაზრისით. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ მორალური უფლება, რაიმე კონკურენციაში შევიდნენ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანაში შეექმნა სრულიად სხვა - განვითარების ატმოსფერო. რა თქმა უნდა, პრობლემა დღესაც უამრავია, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ იმ განვითარების მიზნისკენ, რასაც ჰქვია ჩვენი მოსახლეობისთვის კეთილდღეობის შექმნა და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენ ამას ყველანი ერთად შევძლებთ. ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება კონსტრუქციული მიდგომა, მაგრამ მინდა, ჩვენმა მოსახლეობამ კარგად დაინახოს ის ქედმაღალი, ძალიან უღირსი დამოკიდებულება და პასუხი, რომელიც მიიღო ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ჩვენს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების საპასუხოდ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics