18:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 10:25:55, 1867 ნახვა

მსოფლიო
კემეროვოში დამწვარი სავაჭრო ცენტრის მესაკუთრე დააკავეს

კემეროვოში დამწვარი სავაჭრო ცენტრის  მესაკუთრე, კომპანიის გენერალური დირექტორი, იულია ბოგდანოვა დააკავეს.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს განცხადებით, თანამშრომლებმა არაერთხელ აცნობეს ბოგდანოვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემის ნაკლოვანებების შესახებ, თუმცა მან არაფერი მოიმოქმედა.

„იულია ბოგდანოვა მხოლოდ ახალი სავაჭრო ფართობების იჯარით გაცემით იყო დაკავებული“,- განაცხადა პეტრენკომ.

ბოგდანოვას, ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლით წაუყენებენ, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც  ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. 44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში სიგნალიზაცია არ ჩაირთო და ევაკუაცია დროულად არ განხორციელდა. კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხანძრის გაჩენის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics