2015-05-20 16:51:40, 645 ნახვა
სამართალი
ქობულეთში ქმარმა ცოლს ცული ჩაარტყა
ქობულეთის სოფელ დაგვში ქმარმა ცოლს ცული ჩაარტყა.
დაზარალებული ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან