18:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 14:09:05, 2004 ნახვა

მსოფლიო
„სკრიპალის საქმის“ გამო, 700-მდე რუსი ბიზნესმენი შესაძლოა, ვიზის გარეშე დარჩეს

დიდი ბრიტანეთი, "სკრიპალის საქმის" გამო, იმ რუსი ბიზნესმენების ვიზებს გადახედავს, რომლებიც ქვეყანაში ინვესტიციის ჩადების პირობით ჩავიდნენ, - ამის შესახებ Bloomberg ქვეყის შინაგან საქმეთა მინისტრზე ამბერ რუდზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც შს მინისტრმა განმარტა, უწყება საერთო ჯამში 700-მდე რუსი მოქალაქის ე.წ. ინვესტორის ვიზას გადახედავს, რომლებიც ქვეყანაში 2008 წლიდან 2015 წლამდე ჩავიდნენ. ამბერმა დასძინა, რომ აღნიშნული ვიზის მიღების წინაპირობა დიდ ბრიტანეთში, სულ მცირე 2.8 მილიონ დოლარამდე მოცულობის ინვესტიციის ჩადების ვალდებულებაა.

გარდა ამისა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტმა ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ "რუსულ კორუფციას" ბრიტანეთში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, პოლიცია შეძლებული რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებსაც შეამოწმებს.

კონფლიქტი ბრიტანეთსა და რუსეთს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერმა ტერეზა მეიმ ოფიციალური კრემლი, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამლვაში და ქიმიური იარაღის "ნოვიჩოკის" გამოყენებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ რუსეთი ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის ბრალდებებს "პოლიტიკური შოუ" უწოდა.

აღნიშნული სკანდალის აგორების შემდეგ დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა ნატოს- და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოუცხადეს და რუსი დიპლომატები გააძევეს. ამ დროისთვის სულ 150-მდე რუსი დიპლომატია გაძევებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics