21:48 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 15:46:48, 1314 ნახვა

კომენტარი
უგულავა: „ოცნების“ ვითომ ლიბერალური ნაწილი დასავლეთს ეკეკლუცება და დემოკრატიის გაძლიერებაზე საუბრობს

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს ეხმაურება.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ბორჯომის საკრებულოს მოვლენებში "ქართული ოცნებაა" პასუხისმგებელი.

"ბორჯომელების გადაწყვეტილება იყო, რომ საკრებულო ყოფილიყო ოპოზიციური, რომ ქართული ოცნების მერს ეთანამშრომლა ოპოზიციურ საკრებულოსთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ზაზა ჩაჩანიძე.  ბორჯომელების წინააღმდეგ განხორციელებული ეს ქმედება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნება არ იცვლება. როგორც 2013 წელს იჭერდა და ემუქრებოდა საკრებულოს წევრებს, ფანჯრიდან ყრიდა  სავარძლებს არჩეული საკრებულოების და მერის კაბინეტებიდან, ზუსტად იგივეს აკეთებს ექვსი წლის თავზე და ამაში არ არის მხოლოდ გედი ფოფხაძე დამნაშავე, რომელიც რეალურად ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას. ამაზე პასუხისმგებელია მთლიანად ქართული ოცნება და მათ შორის ყველაზე მეტად მისი ვითომ ლიბერალური ნაწილი, რომელიც დასავლეთს ეკეკლუცება და დემოკრატიის გაძლიერებაზე საუბრობს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, ბორჯომის საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics