2018-03-27 16:01:58, 1421 ნახვა
კომენტარი
ნინო ჯავახაძე: 2016 წელს გერმანიაში ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალი 2015 წელთან შედარებით შემცირებულია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, გერმანიაში 2016 წელს ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული, 2015 წელთან შედარებით შემცირებულია.
მისივე თქმით, ქართველი დამნაშავეები უცხოელი დამნაშავეების საერთო რაოდენობის 0,8%-ს შეადგენენ.
„ძირითადად ეს არის ბალკანეთის ქვეყნები,ალბანეთი, სერბეთი და ა.შ. ქართველბი მთლიან რაოდენობაში მხოლოდ 0,8%-ს შეადგენენ“, - განმარტა ნინო ჯავახაძემ.
ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის თვალსაზრისით, 2017 წლის მონაცემები ცნობილი აპრილში გახდება.
ავტორი: ,