20:06 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 12:32:16, 1403 ნახვა

კომენტარი
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კალაძე საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა

„ნაციონალური მოძრაობამ“ თბილისის მერი, კახა კალაძე საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

პარტიის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კალაძე მოადგილესთან, ილია ელოშვილთან და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტთან ერთად ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში იმყოფებოდა. მისი თქმით, ეს ვიზიტი ბიუჯეტიდან 14 500 ლარი  დაჯდა. 

„ის, რომ კახა კალაძე და დედაქალაქის მერია ბიუჯეტის სახსრებს უყურებს ისე, როგორც საკუთარი ჯიბის ფულს, ეს უკვე დამტკიცდა ლევან გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული 30 000 ლარით. კალაძე აგრძელებს 20 მანეთად მოსკოვში გადაფრენის ტრადიციას და ამ შემთხვევაშიც ბიუჯეტის ხარჯზე იფრინა მილანის მიმართულებით, სადაც თმები შეიჭრა. ბიუჯეტმა ვიზიტში გადაიხადა 14 000 ლარზე მეტი. კონკრეტული დოკუმენტაცია გვაქვს წარმოდგენილი, კალაძის ბრძანება, რომელზეც მისი ხელმოწერაა. აღნიშნულით დასტურდება ის იყო პოტენციურ ინვესტორთან შეხვედრაზე. ჩამოსვლის შემდეგაც ვინ იყო ეს პოტენციური ინვესტორი, ბურუსით არის მოცული, რადგან დოკუმენტაციაში ამაზე არაფერი არ წერია. სავარაუდოდ, პოტენციურ ინვესტორად კალაძე განიხილავს იმ დალაქს, რომელმაც მას „ნანეტი“ შეჭრა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics