20:06 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 11:56:31, 1221 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: 26 მაისი საყოველთაო, სასიხარულო და საზეიმო დღე უნდა იყოს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი, როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  26 მაისის აღნიშვნაში სახელმწიფოს კერძო სექტორიც შეუერთდა. კვირიკაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგელებს მოუწოდა, ფართოდ მიიღონ მონაწილეობა ამ საზეიმო დღის აღნიშვნაში:

„წელს მოგეხსენებათ, რომ 100 წელი სრულდება საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან და ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროგრამის განხორციელებას, როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში, რომელშიც ჩართული იქნება აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყება, ჩვენი საელჩოები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღის აღნიშვნაში უკვე კერძო სექტორიც შემოგვიერთდა.  მინდა, მოვუწოდო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ რაც შეიძლება ფართოდ მიიღონ მონაწილეობა ამ ზეიმის სათანადოდ აღნიშვნაში. საზეიმო განწყობა საქართველოს ყველა რეგიონში ერთნაირად უნდა იგრძნობოდეს და მინდა ვთხოვო ჩვენს ხალხს, რომ დღეიდან მოყოლებული ერთმანეთს განსაკუთრებულად მივულოცოთ 26 მაისის დღესასწაული, როგორც ჩვენ ვულოცავთ ტრადიციულად საყოველთაო დღესასწაულებს, რაც არის ჩვენს ტრადიციაში. 26 მაისი უნდა იყოს სწორედ ისეთივე საყოველთაო, სასიხარულო და საზეიმო დღე, როგორც ჩვენ გვაქვს სხვა დღესასწაულები. 17: 10 საათზე,  26 მაისს, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, ჩვენ მთელმა ქვეყანამ შევკრათ სუნთქვა და ერთად ვიზეიმოთ ეს უდიდესი დღესასწაული, რაც ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადების, ჩვენი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის თავს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ღონისძიებები არის დაგეგმილი. დაახლოებით ორი ასეული ღონისძიებაა მთლიანობაში და ამ ღონისძიებების განრიგს და კონკრეტულ ინფორმაციას ჩვენ მივაწვდით ჩვენს მოსახლეობას”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics