16:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 10:58:11, 1812 ნახვა

მსოფლიო
კემეროვოში ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას და ადგილობრივი მთავრობის გადადგომას ითხოვენ (LIVE)

კემეროვოს ცენტრალურ მოედანზე, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის გამო, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას და ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ აქციის დაწყებამდე პოლიციას ცენტრალური მოედანი გადაკეტილი ჰქონდა, თუმცა მომიტინგეებმა კორდონი გაარღვიეს და საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ქალაქისა და ოლქის ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა გასამართლდნენ.

მომხდართან დაკავშირებით დღეს კემეროვოში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა. მან ხანძრის მიზეზად დანაშაულებრივი გულგრილობა და გაუფრთხილებლობა დაასახელა.

„ეს რა ხდება, ეს ხომ საომარი მოქმედებები ან მაღაროზე მეთანის ამოფრქვევა არ არის. ადამიანები ბავშვებით დასასვენებლად მივიდნენ. ჩვენ დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რის გამო დავკარგეთ ამდენი ადამიანი? ვიღაცის დანაშაულებრივი გულგრილობისა და დოყლაპიობის გამო“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, კემეროვოში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა. გლოვის ნიშნად სახელმწიფო და რეგიონის დროშები დაეშვა.

შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. 44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში სიგნალიზაცია არ ჩაირთო და დროულად არ განხორციელდა ევაკუაცია. კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხანძრის გაჩენის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics