18:25 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-24 15:13:45, 1749 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ფხალაძე - მნიშვნელოვანია რუსეთის უკანონო ქმედებების საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციასა და აშშ-ს მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მიღებულ დოკუმენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართულებით რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდირება.

"ამაზე არაერთხელ უსაუბრია საქართველოს პრეზიდენტს და კონსოლიდირებული ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი რეზოლუცია მივიღეთ. დღეს არსებული მშვიდობიანი მექანიზმები და ყველა საერთაშორისო ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოხერხდეს არსებული ვითარების გარდატეხა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვება, რათა იქ მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას შეუმსუბუქდეს ის უმძიმესი ყოფა, რაც დღევანდელ დღეს იქ რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერაა შექმნილი", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპანტმა სახელმწიფომ გადაიხადოს პოლიტიკური ფასი და ის პოლიტიკა, რომელსაც არაღიარების პოლიტიკა ჰქვია, გამყარდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

"დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მართლაც უპრეცენდენტო მხარდაჭერა აქვს საქართველოს როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხრიდან; მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციის, ასევე კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერის კაპიტალიზაცია.

მიღებული დოკუმენტი უაღრესად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის არა მხოლოდ ამყარებს არაღიარების პოლიტიკას, არამედ იქ საუბარია საკმაოდ მნიშვნელოვან და სოლიდურ ფინანსურ დახმარებაზე, რამაც საქართველოს ხელი უნდა შეუწყოს, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა", - აღნიშნა ფხალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: სინოდის სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება
სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics