|
2018-03-23 13:22:00, 1090 ნახვა
კომენტარი
კახიძე: გირგვლიანის წინააღმდეგ მძიმე დანაშაული, მისი სახელის პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოყენებას არ ამართლებს
„გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული არის ძალიან მძიმე, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს მისი სახელის გამოყენებას პოლიტიკური სპეკულაციისთვის“,-ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე „გირგვლიანის შესწორებების“ კანონპროექტის პარლამენტში ინიცირების საკითხს. „თუ ეს ცვლილება “ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული, არ არის ფარისევლობა, მართლა უნდათ მაღალი პოლიტკური თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და დასჯა, რატომ არ იძიებენ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეს“,-აღნიშნა ოთარ კახიძემ. შეგახსენებთ,„ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენელი კანონპროექტის „გირგვლიანის შესწორებები“ ინიცირება დღეს მოხდება. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე, რომლითაც დადგინდება ახალი დანაშაულის კატეგორია, ეს უკანასკნელი კი დაფუძნებული იქნება წარსულში მომხდარ მძიმე ფაქტებზე. მდინარაძის განმარტებით, „გირგვლიანის შესწორებების“ საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, ცვლილებები შევა 12 მუხლში. მისივე თქმით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 2 ახალი მუხლი, რომელთაგან ერთი შეეხება სახელწმიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით, ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას, მეორე კი ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების, ან დავალების გაცემას: "მიმდინარე წლის 29 იანვარს სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას ვამცნებთ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ იწყებდა მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ძალიან მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფდა მართლმსაჯულების ხელშეუვალობას და მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან. ამ ინიციატივას ჩვენს სიმბოლურად გირგვლიანის შესწორებები ვუწოდეთ. „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად თვლიდა, არა მარტო მართლმსაჯულება აღსრულებულიყო სანდროს და სხვა ანალოგიურ სამქეებზე, არამედ შექმნილიყო მყარი პოლიტიკური და სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებულიყო მაღალი სტანდარტის შეზღუდვები, რათა ვეღარასდროს ვერავის გაებედა მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა. ფრაქციამ შეასრულა საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულება და დღეს ვახდენთ ამ კანონპროექტის ინიციარებას. გირგვლიანის შესწორებების საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში ცვლილებები შევა 12 მუხლში და აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 2 ახალი სპეციალური მუხლი, რომერლთაგან ერთი შეეხება სახელწმიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით, ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას, მეორე კი ამ პირების მიერ უკანონო ბრძნების, ან დავალების გაცემას.წარმოდგენილი ცვლილებები ასევე ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას, გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის, მოსამართლის, ნაფიციმსაჯულის საქმიანობაში ხელის შეშლის გზით, აგრეთვე ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობიოს პირის მიერ მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრძანების, ან დავალების გაცემას. პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირის მიმართაც, რომლებიც ასეთ ბრძანებას,ან დავალებას შეასრულებენ. ამ სახის ცვლილებებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ქმედების, ან დავალების შესრულებაც დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხება შემსრულებელს. გარდა ამისა, შესწორებების ერთ-ერთი მიზანი არის გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებების აღსრულება. მადლობა მინდა გადავუხადო ფრაქციის წევრს ანრი ოხანაშვილს, რომელმაც კოორდინაცია გაუწია ფრაქციის წევრების,სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების კონსულტაციებს ხსენებული ცვლილებების შექმნის პროცესში. იმედი მაქვს, საქართველო წარსულს აღარასდროს დაუბრუნდება და მომავალში ამ ნორმების გამოყენებაც საჭირო აღარ იქნება, მაგრამ მათი არსებობა არის აცილებელი,რათა ვერც ერთმა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა ვეღარ გაბედოს მსგავსი დანაშაულების ჩადენა, ან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)