16:56 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 10:54:22, 1547 ნახვა

კომენტარი
„სითი პარკის“ 120 თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანია "სითი პარკის" 120 თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს ადამიანები არ უნდა დაზარალდნენ მათი კომპანიის ქმედებების გამო.

"როგორც იცით, 10 აპრილიდან პარკირების სისტემის მართვას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს კეთილისინდისიერად და არ იქნება ორიენტირებული ჯარიმების გზით საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. პარკირების საფასურიდან შემოსული ყოველი თეთრი მოხმარდება თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას და არსებული პრობლემების მოგვარებას. აქვე მინდა გამოვეხმაურო “სითი პარკის” მიერ გაკეთებულ განცხადებებს. სამწუხაროდ, კომპანიის მხრიდან არის მცდელობა, პროცესი განიხილოს პოლიტიკურ ჭრილში, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა “სითი პარკის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირების ყოველგვარი მცდელობა საფუძველს მოკლებულია.  ჩვენ ბიზნესთან გვაქვს ჯანსაღი, სამართლებრივ საფუძვლებზე დამყარებული ურთიერთობა. მერიის კარი ყოველთვის ღიაა ბიზნესსექტორისთვის. ჩვენ მივესალმებით როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების, მათ შორის ისრაელის კომპანიების ბიზნესაქტივობებს. მინდა ასევე შევეხო “სითი პარკის” თანამშრომლების საკითხს. მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, “სითი პარკის” ინსპექტორები (დაახლოებით 120 ადამიანი), რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდნენ პარკირების სისტემის მართვას, გადმოვიყვანოთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. ეს ადამიანები არ უნდა დაზარალდნენ მათი კომპანიის ქმედებების გამო. ვავალებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და მის ხელმძღვანელს, უზრუნველყოს ამ ადამიანების გადმოყვანა", - განაცხადა კალაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics